Monday, November 19, 2012

დათვი ცხოველთა სამყაროში

                                                               დათვი

დათვისებრნი — ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებელი რიგისა. აერთიანებს თანამედროვე მტაცებლების ყველაზე დიდი ზომის სახეობებს. ზოგი ეგზემპლარის სხეულის სიგრძეა 3 მ, წონა 750-1000 კგ. აქვთ ხშირი ბალნით შემოსილი მასიური სხეული, მძლავრი კიდურები, დიდი თავი, პატარა ყურები და მოკლე კუდი, თათებზე ხუთ-ხუთი თითი, მაგარი და ბლაგვი ბრჭყალები. მეტწილად ერთი ფერისანი არიან - თეთრი, მურა, შავი, რუხი. ზოგს ყელზე და მკერდზე თეთრი ხალი აქვს. ბინადრობენ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში; უმრავლესობა - უღრან ტყეში, ზოგი ღია ადგილებში, ერთი სახეობა- არქტიკაში, სადაც აღწევს ყინულოვან ველებს. თეთრი დათვი ცოცხლობს 30 წლამდე, მურა დათვი - 45 წელზე მეტს. გამოსადეგია დათვის ხორცი, ტყავი, ცხიმი. ზოგან ისინი ზიანს აყენებნ ნათესებს, მეფუტკრეობას, მეცხოველეობას. ოჯახში შვიდი სახეობაა, რომლებსაც აერთიანებენ 5 გვარში. საქართველოში გვხვდება მურა დათვი. აღსანიშნავია აგრეთვე მალაიურიტუჩა და სათვალიანი დათვიბარიბალი და გრიზლი.
ერთ დროს დათვები ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მართადლია დათვები ხმელეთის ყველაზე დიდი მტაცებლები, ანუ ხორცისმჭამელი ცხოველები არიან, მაგრამ ხორცი იშვიათობაა მათ რაციონში.
დათვისებრთა ოჯახში გაერთიანებულია შვიდი სახეობა, რომლებიც მსოფლიოს განსხვავებულ კუთხეებში ბინადრობენ და ინდივიდუალური დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩევიან. მართალია დათვები საკმაოდ განსხვავდებიან სიდიდით, მაგრამ ყველა მათგანს აქვს მასიური ტანი, მოკლე მძლავრი კიდურები და მოკლე კუდი. დათვის კიდურები დიდი და ბრტყელია, თითოეული აღჭურვილია ხუთი გრძელი და ბასრი ბრჭყალით, რომელიც კატებისგან განსხვავებით, ჩამალული არ არის. დათვის მთელი სხეული დაფარულია ხშირი ბეწვით, რომელიც სახეობების მიხედვით განსხვავდება ფერითა და სიგრძით. მათ ფართო თავზე პატარა თვალები და მომრგვალო ყურები აქვთ. ცხვირი პრიალა და მუდამ სველი აქვთ, ძაღლების მსგავსად.
დათვი ჩვეულებრივ, მძიმედ მოძრაობს. იგი გადაადგილდება ოთხივე კიდურით. თუმცა საფრთხის შემთხვევაში ჩქარი სირბილიც შეუძლია. ამ დროს მისი სიჩქარე 50-60 კმ/სთ-ს აღწევს. დათვების შედარებით პატარა სახეობები კარგი მცოცავები არიან მათ ხშირად ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს. ყველა დათვი კარგი მცურავია, თუმცა თეთრი დათვს არცერთი შეედრება.